კომაროვის სკოლის ინჟინერიის წრის მოსწავლეებმა თბილისის N202-ე უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეთა საჯარო სკოლაში ინოვაციური მოწყობილობის პრეზენტაცია გამართეს

ჭკვიანი მაგიდა-მოწყობილობაა, რომელსაც მაღალი სოციალური და პრაქტიკული დატვირთვა აქვს. ,,ლუსი’’ რეალურად ამცირებს უსინათლოების დამოკიდებულებას გარე დახმარებაზე და ზრდის მათ დამოუკიდებლობას.



მაგიდა-ორგანაიზერი ბრაილის შრიფტით და ხმოვანი ღილაეკებითაა აღჭურვილი, რის ხარჯზეც, მოწყობილობა უსინათლოებისათვის კვებისთვის საჭირო აქსესუარების აღებასა და გამოყენებას ამარტივებს.



პრეზენტაციაზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა სწავლა-სწავლების პროცესში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაზე, ინკლუზიური გარემოს განვითარებასა და ამ პროცესში, ახალგაზრდების როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.



მოწყობილობის შექმნის იდეა, ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში 3 წლის წინ გაჩნდა, როდესაც კომაროვის სკოლის პანსიონში უსინათლოებისათვის დამოუკიდებლად კვება ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა. წლების განმავლობაში მოწყობილობის ფორმირებასა და დახვეწაში არაერთმა კომაროველმა მიიღო მონაწილეობა.



პროექტმა სხვადასხვა კონკურსში მიიღო მონაწილეობა, გაიმარჯვა ახალგაზრდა მეცნიერთა ევროკონკურსის შიდა შესარჩევ ტურში და წარმატებით წარადგინა საქართველო ევროპის ყველაზე მასშტაბურ სამეცნიერო კონკურსზე.



ასევე, პროექტი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიოერო ფონდის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის ,, ლეონარდო და ვინჩი’’ 2025 წლის ფინალისტებს შორისაა.



კომაროვის სკოლა მუდმივად ზრუნავს ხარისხიანი სასწავლო პროცესის შექმნაზე, სადაც ტექნოლოგიური და ინოვაციური მიდგომები, ძლიერ სასკოლო საზოგადოებას ქმნის!



ზემოთ